პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიში“ გადაიყვანეს
ექსპრზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.

აპრილის ბოლოს, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის ექიმებმა სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადეს, რომ ანორექსიის და დეპრესიის გამო, მისი მდგომარეობა გაუარესებულია და საჭიროა დროული მკურნალობა.

კონსილიუმის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქციები დაიწყეს, რის შემდეგაც,10 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს შესთავაზა კლინიკა "ვივამედში" გადაყვანა.

ექსპრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განხადებით, მიხეილ სააკაშვილი იმ პირობითაა თანახმაა, თუ მასთან მუდმივად შეუშვებენ ოჯახის წევრებს, პირად ექიმს, ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიულ ექსპერტებს ცენტრ "ემპათიიდან".

ცნობისთვის, "ვივამედი" ერთ-ერთი მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკაა, რომელსაც ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე, პატიმარი პაციენტები გადაჰყავს სამკურნალოდ.

| Print |
FaceBook Twitter Google