პოლიტიკა
რუსეთი ხვალ ფინეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს

ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია Gasum-ის განცხადებით, რუსეთი ხვალ დილით ფინეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს.



რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ „Gasum-ს“ დღეს აცნობა, რომ ბუნებრივი აირის მიწოდებაზე კონტრაქტს შაბათს, 21 მაისსს, 07:00 საათზე (თბილისის დროით 08:00 საათზე) შეწყვეტს, - ინფორმაციას კომპანია „Gasum“ ავრცელებს.

ფინეთის სახელმწიფო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას სხვა წყაროებიდან „Balticconnector“-ის მილსადენის მეშვეობით გააგრძელებს.

„უახლოეს თვეებში შევძლებთ ყველა ჩვენს აბონენტს გაზი მივაწოდოთ“, - განაცხადა Gasum-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

| Print |
FaceBook Twitter Google