პოლიტიკა
თაღლითები უკრაინელი ჯარისკაცების ნათესავებისა და ახლობლების ემოციური ფონით სარგებლობენ
კანონდამრღვევები უკრაინელი ჯარისკაცების ნათესავებისა და ახლობლების ემოციური მდგომარეობით სარგებლობენ, დაფარული ნომრებით ურეკავენ და ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ ინფორმაციასა და ტყვეობიდან გათავისუფლებაში დახმარებას.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბი ტყვედჩავარდნილ, ან დაკარგულად მიჩნეული უკრაინელი სამხედროების ნათესავებსა და ახლობლებს აფრთხილებს, არ დაუჯერონ საეჭვო სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ არის შემთხვევები, როდესაც თაღლითები, თითქოსდა, დაზუსტების მიზნით, ცდილობენ უკრაინელი სამხედროების პირადი მონაცემების ხელში ჩაგდებას.
გენშტაბში განმარტავენ, რომ სამხედრო ტყვეების გათავისუფლების საკითხი მხოლოდ უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციაშია და არანაირი თანხის შეგროვება არ მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google