პოლიტიკა
დღეს საქართველოს პარლამენტში დაშვების შეზღუდული წესი მოქმედებს
დღეს პარლამენტის სასახლესა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაშვების შეზღუდული წესი იმოქმედებს. რეგულაცია არ შეეხებათ მედიის წარმომადგენლებს.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 27 მაისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა,“ - ვკითხულობთ პარლამენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, მთავრობის 4 წევრს მოუსმენენ. მათ შორის არიან: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი; ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.
| Print |
FaceBook Twitter Google