პოლიტიკა
მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა
გუშინ, 27 მაისს, უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რომელიც ამ დრომდე რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილი იყო, გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც, ფაქტობრივად, სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ადგილობრივი „სობორის“ მიერ იერარქების მიწვევა.

სობორის გადაწყვეტილებით, უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია(УПЦ) მირონის მომზადებას დამოუკიდებლად იწყებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკლესია როგორც მოსკოვისგან, ასევე კონსტანტინოპოლისგან დამოუკიდებელია.

მოსკოვის საპატრიარქოს ჩამოშორებულ ეკლესიაში ფიქრობენ, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ავტოკეფალურ ეკლესიასთან არსებული განხეთქილების დასაძლევად საჭიროა დიალოგი.

საბორმა უკმაყოფილება გამოთქვა უკრაინაში მიმდინარე ომთან მიმართებით მოსკოვის საპატრიარქოს პოზიციაზე და მოუწოდა რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებას“ რომ „განაგრძონ მოლაპარაკების პროცესი და იპოვონ ძლიერი და გონივრული გადაწყვეტილება, რომელსაც შეეძლება სისხლისღვრა შეაჩეროს“.

„ჩვენი ეკლესიის ხმა, სამწუხაროდ, არ შეისმინეს“,-ამბობს УПЦ-ს წინამძღოლი, მიტროპოლიტი ონოფრე [ბერეზოვსკი] და ხაზს უსვამს, რომ რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებულმა უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ პირველივე დღიდან დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში.
| Print |
FaceBook Twitter Google