პოლიტიკა
რუსეთის არმიამ უკან დაიხია - სერგეი გაიდაი
რუსეთის არმიამ სევეროდონეცკის, ტოშკოვკასა და ოსკოლონოვკას ტერიტორიებზე უკან დაიხია.
ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ტელეგრამზე წერს.

„ ისინი [რუსი ჯარისკაცები] მაინც ცდილობენ, ჩვენს ჯარებს ზურგიდან შეუტიონ და ლუგანსკის ოლქის ლოჯისტიკა მოშალონ. მტერმა სევეროდონეცკი რამდენჯერმე დაბომბა, ძალიან ძლიერად, ზოგან ქუჩის ბრძოლა მიმდინარეობს. დაზიანდა 14 მაღალსართულიანი კორპუსი. ასევე სერიოზულად დაიბომბა სოფელი სინეცკი“, - წერს გაიდაი.

ტექსტში ვკითხულობთ, რომ ნგრევა დაფიქსირდა ლუგანსკის ოლქის სხვა ქალაქებშიც: გორსკში, ზოლოტესა და ლისიჩანსკში და ასევე სოფლებში : ვრუბოვკასა და ორეხოვოში.
| Print |
FaceBook Twitter Google