პოლიტიკა
შესაძლოა სერგეი ნავალნის პატიმრობა კიდევ 15 წლით გაუხანგრძლივონ
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სერგეი ნავალნის წინააღმდეგ, შესაძლოა, ახალი საქმე აღიძვრას.

ამის შესახებ ნავალნიმ დღეს, 31 მაისს, ტვიტერზე დაწერა.

რუს ოპიზიციონერს ამჯერად „ექსტრემისტული დაჯგუფების“ შექმნას აბრალებენ, რაც სინამდვილეში მის მიერ დაარსებულ ორგანიზაციას - „კორუფციასთან ბრძოლის ფონდს“ უკავშირდება.

„დღეს კვლავ მომაკითხა გამომძიებელმა და ოფიციალურად წარმომიდგინა ბრალდება ახალ საქმესთან დაკავშირებით.

თურმე ექსტრემისტული ორგანიზაცია შევქმენი, რათა ზიზღი გამეღვივებინა ხელისუფლებისა და ოლიგარქების მიმართ და, როდესაც დამაპატიმრეს, აღვშფოთდი (რა სულელი ვარ) და მიტინგების მოწოდებით გამოვდიოდი. ჩემს განაჩენს კიდევ 15 წელი უნდა მიუმატონ“, - წერს ნავალნი.

რუსეთის ფედერაციაში „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული, რის გამოც ფონდი 2021 წლის ივნისში გააუქმეს.

ამ დროისთვის, სერგეი ნავალნის გარდა, ბრალდება წაყენებული აქვს მის რამდენიმე თანამოაზრესაც.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი 2021 წლის იანვარში დააპატიმრეს. ამ დროისთვის, კვლავ ძალაში რჩება ნავალნისთვის გამოტანილი განაჩენი- 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
| Print |
FaceBook Twitter Google