პოლიტიკა
კანადის მორიგი სანქციები რუსეთს
რუსეთისთვის კანადის მიერ დაწესებული ახალი სანქციების სიაში 22 რუსეთის მოქალაქე და ოთხი რუსული კომპანია შევიდა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, კანადის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ.

სანქცირებულ რუსეთის მოქალაქეებს ამჯერად რუსი ოლიმპიური ჩემპიონი ალინა კაბაევაც მიემატა. აღსანიშნავია, რომ კაბაევას ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პირად მიიჩნევენ. მას რუსეთის პრეზიდენტის სატრფოდ და ახალ ცოლადაც კი მოიხსენიებენ.

კანადამდე კუბაევას სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა.

სიაში ასევე მოხვდნენ მილიარდელ მიხაილ ფრიდმანის ორი ქალიშვილი, ელენა გრიგორიევა („ნოვოკომბანკის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე), ანდრეი კუზიცინი(ურალის სამთხო-მეტალურგიული კომბინატის გენერალური დირექტორი), ანატოლი ბრავერმანი (რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე), სერგეი მალცევი („სბერბანკის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე), ვადიმ კულიკი ( VTB ბანკის ხელმძღვანელის მოადგილე) და სხვები.

იურიდიულ პირებს შორის, რომლებზეც გავრცელდება ახალი სანქციები, არის „რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის მმართველი კომპანია“, „RVC-ის მმართველი კომპანია,“ „სელხოზბანკი“ და „ინვესტტორგბანკი“.
| Print |
FaceBook Twitter Google