პოლიტიკა
რუსეთი უკრაინელებს რუსული მოქალაქეობის მიღებას სთავაზობს
უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში დღეიდან, 31 მაისიდან, უკრაინელებს რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად დოკუმენტების ჩაბარება შეუძლიათ. ქალაქი ამ დროისთვის რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ოლქში დანიშნული „სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის“ წარმომადგენელი, სერგეი როგოვი ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
როგორც როგოვი წერს, დოკუმენტების მისაღებად მელიტოპოლში გახსნილია „რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურის განყოფილება“.

ანალოგიური მდგომარეობაა დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლშიც. 30 მაისს მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკომ ტელეგრამზე დაწერა, რომ უკრაინელებს რუსული პასპორტების მისაღებად რეგისტრაციის ცნობის აღებას, შემდეგ კი ქალაქ ნოვოზოვსკში გახსნილ „მიგრაციის სამსახურში“ ჩაბარებას სთხოვენ.
| Print |
FaceBook Twitter Google