პოლიტიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ახალი „ელჩი“ დაინიშნა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, აფხაზეთში ახალი „ელჩი“ დაინიშნა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსული მედია ავრცელებს.

პუტინმა დღეს, 31 მაისს, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც აფხაზეთის ახალ „ელჩად“ მიხაილ შურგალინი დაინიშნა.

ცნობისთვის, შურგალინი ამ დრომდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, დსთ-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის) ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩის თანამდებობას 2018 წლიდან 2022 წლის მარტამდე ალექსეი დვინიანინი იკავებდა.
| Print |
FaceBook Twitter Google