პოლიტიკა
დავით ბერძენიშვილი ირაკლი კობახიძეს დებატებში იწვევს
მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დავით და ლევან ბერძენიშვილები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეურაცხმყოფელად მოიხსენია, რესპუბლიკური პარტიის წევრმა ის დებატებში მიიწვია.

"გადავცეთ ირაკლი კობახიძეს, გამობრძანდეს დარბაზიდან, დადგეს აქ და ვიდებატოთ საჯაროდ.  პირდაპირ ეთერში ყველა ტელევიზია, ვინც დაინტერესებულია, ამას ჩართავს. ჩემთვის კობახიძე, მდინარაძე, ესენი არიან მედროვე ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში შემოვიდნენ მხოლოდ და მხოლოდ სახელისუფლებო პარტიით",- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილის თქმით, ქართული ოცნების წევრების დღევანდელი განცხადებები არის ძალადობისკენ მოწოდება.


| Print |
FaceBook Twitter Google