პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის აზრით, უკრაინისთვის იარაღის ვერ მიწოდებით საქართველოს ინტერესს დაიცავს
დღეს, 9 ივნისს მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმინეს.

თავდაცვის მინისტრს მიაჩნია, რომ უკრაინისთვის იარაღის არმიწოდებით საქართველოს მოქალაქეების ინტერესს იცავს.

"მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ურთიერთობები NATO-სთან ყოველ წელს უფრო ინტენსიური ხდება. საქართველო და პირადად მე, ჩემი მინისტრობის პერიოდში, ოთხჯერ ვიყავი მიწვეული და ვმონაწილეობდიNATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე. შესაბამისად, უკრაინისათვის იარაღის გადანაწილების პროცესში ჩვენი არმონაწილეობის შეფუთვა, თითქოს საქართველო ჩამოშორდა საერთაშორისო თანამეგობრობას, არის სიცრუე და მიზნად ისახავს არამხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციას.

უფრო მეტიც, ის, რომ ჩვენ ვერ ვაწვდით იარაღს უკრაინას, ამით, მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვიცავთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესს და ვაზღვევთ საქართველოს ახალი კონფლიქტის რისკისგან",- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში.





| Print |
FaceBook Twitter Google