პოლიტიკა
პუტინი ჯანმრთელობის მდგომარეობას მალავს - Paris Match
ფრანგული გამოცემის, Paris Match-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, საგარეო ვიზიტებში თან ახლავს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის "სპეციალური" თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელია რუსეთის პრეზიდენტის ექსკრემენტებისა და შარდის შეგროვებაზე.

ჟურნალისტების ცნობით, პუტინის ერთ-ერთ მცველს შეგროვებული მასა 2017 წლიდან მიაქვს რუსეთში, რათა სახელმწიფოს მეთაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დამალოს.

ჭორები იმის შესახებ, რომ ვლადიმირ პუტინი სიმსივნით არის დაავადებული და ოპერაცია ჩაუტარა, მედიაში წლების განმავლობაში ჩნდებოდა. კრემლი უარყოფს ამ ინფორმაციას და აცხადებს, რომ პრეზიდენტი სრულიად ჯანმრთელია.





| Print |
FaceBook Twitter Google