პოლიტიკა
ვინ თქვა, რომ უკრაინა ორ წელიწადში იარსებებს მსოფლიო რუკაზე? - მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინა მსოფლიო რუკაზე ორ წელიწადში აღარ იარსებებს.

ამის შესახებ მედვედევი ტელეგრამ არხზე წერს.
„ვნახე შეტყობინება, რომ უკრაინას, „ლენდ-ლიზით“ სურს ოკეანისიქითა მფლობელებისგან მიიღოს LNG (თხევადი ბუნებრივი აირი) 2 წელიწადში გადახდის პირობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უბრალოდ გაიყინება ამ ზამთარს.

ისმის კითხვა- ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს მსოფლიო რუკაზე? თუმცა ამერიკელებისთვის სულერთია - მათ იმდენი ინვესტიცია ჩადეს პროექტში „ანტი-რუსეთი“, რომ დანარჩენი მათთვის წვრილმანია,“- წერს მედვედევი.
| Print |
FaceBook Twitter Google