პოლიტიკა
ჩვენ არ გვრცხვენია იმის ჩვენება, თუ ვინ ვართ - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი „უკრაინაში არ შეჭრილა“ და ის, რაც გააკეთა, არის პასუხი დასავლეთის „დანაშაულებრივ საქმიანობაზე“

 

ლავროვმა, BBC-ს ჟურნალისტ სტივ როზენბერგთან ინტერვიუში თქვა, რომ არ რცხვენიათ თავი წარმოაჩინონ ისეთად, როგორიც არიან.

„ჩვენ უკრაინაში არ შევჭრილვართ. „ჩვენ გამოვაცხადეთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რადგან სხვა გზა არ გვქონდა აგვეხსნა დასავლეთისთვის, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება დანაშაულებრივი ქმედება იყო. “, - განაცხადა ლავროვმა.

აშშ ლავროვს ადანაშაულებს უკრაინის, როგორც აგრესორის ცრუ ნარატივის გატარებაში, ასევე რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრად რუსეთის შეჭრაზე პირდაპირ პასუხისმგებლობაში.


| Print |
FaceBook Twitter Google