პოლიტიკა
რომელმა დეპუტატებმა დატოვეს „ქართული ოცნება“?
ფრაქცია "ქართული ონცება" სამმა დეპუტატმა დატოვა. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მმან აღნიშნა, ეს დეპუტატები არიან სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე.

„მიწევს გაცნობოთ ერთი არაორდინალური გადაწყვეტილების შესახებ: ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები და მეგობრები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიასა და საპარლამენტო თანამდებობებს“, - განაცხადა მდინარაძემ.




პარტიიდან წასვლის მიზეზებზე სოზარ სუბარმა "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა. სოზარ სუბარის განცხადებით, ჩვენს რეგიონში რთული მდგომარეობაა. არსებობს საქართველოს ომში ჩართვის საშიშროება.

„რთული პერიოდი დგას დღეს რეგიონში ზოგადად და საქართველოც ამ რეგიონის ნაწილია.

მოგისმენიათ არაერთი განცხადება, რომლითაც პირდაპირ გვთხოვდნენ ომში ჩართვას, ამის პირდაპირი მცდელობები იყო, იყო არაპირდაპირი მცდელობებიც. ერთადერთი, რასაც შეუძლია აგვაცილოს ეს საფრთხე, არის ხალხის მხარდაჭერა და ხალხის განწყობა. ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე. ერთი მხრივ, დგას ომში ჩართვის საფრთხე, მეორე მხრივ, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების კარიბჭესთან ვდგავართ. ეს არის ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების შესაძლებლობა“, - ამბობს სოზარ სუბარი.

მისივე თქმით, საჭიროა საზოგადოებისთვის მეტი სიმართლის მიწოდება.

„თუკი ახდა იმათი განწყობა, ვისაც უნდა ომში ჩართვა, მაშინ ყველაფერი დაგვრჩება განზე. ამიტომაც ჩვენ უნდა ვუთხრათ ხალხს უფრო მეტი სიმართლე, ვიდრე ამის შესაძლებლობა გვაქვს, როდესაც ხარ მმართველი გუნდის წევრი.

საქართველოს მთავრობა, საქართველოს ხალხი დღეს ვართ უდიდესი გამოწვევის წინაშე. რაც მართლა ქვეყნის სტრატეგიული მიზანი იყო, ევროკავშირში გაწევრიანება, აქ ვართ და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს გაწევრიანება რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მოხდეს. უმტკივნეულოში ვგულისხმობ, რომ უნდა ავირიდოთ თავიდან ომში ჩართვა. ომში ჩართვა თუ მოხდა, შემდეგ ყველაფერი დაკარგავს აზრს,“ - აცხადებს სოზარ სუბარი.

მისი შეფასებით, საზოგადოება არ არის საკმარისად ინფორმირებული და როდესაც მმართველი გუნდის წევრი ხარ, გაქვს გარკვეული შეზღუდვები.

„საზოგადოებამდე ინფორმაცია მიდის, მაგრამ, როდესაც ხარ მმართველ გუნდში, გაქვს გარკვეული შეზღუდვები და ინფორმაციები, რომლებიც ღიად არ ითქმის, რომლებიც კულუარებში ხდება. ზოგჯერ უბრალოდ დგება საკითხი, როდესაც, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უფრო მეტი უნდა უთხრა ხალხს. მმართველი გუნდის პოზიციიდან გამომდინარე, ეს არ გამოდიოდა, იძულებული ხარ ანგარიში გაუწიო მეგობრებს“, - აღნიშნავს პარლამენტის წევრი.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მე ვამაყობ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, წილად მხვდა
პატივი ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ
შეთანხმებაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მე ვამაყობ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, წილად მხვდა პატივი ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
13:07 / 26.05.2023
თავისუფლების უპირველესი მტერია ომი. დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი
ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს
საკუთარი თავისუფლების დასაცავად. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ
უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას, ომის მალე
დასრულებას, მშვიდობას, გამთლიანებას და თავისუფლებას ვუსურვებ
თავისუფლების უპირველესი მტერია ომი. დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას, ომის მალე დასრულებას, მშვიდობას, გამთლიანებას და თავისუფლებას ვუსურვებ
12:39 / 26.05.2023
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დამოუკიდებლობის დღე
მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.
09:00 / 26.05.2023
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩინეთი
მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის, რაც ძალიან ჭკვიანური
მიდგომაა.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩინეთი მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის, რაც ძალიან ჭკვიანური მიდგომაა.
13:01 / 24.05.2023
სამართალი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის მიმდებარედ, უზბეკეთის მოქალაქე, 50 წლამდე ქალი მოკლეს.
22:15 / 23-05-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სავარგულებში 32 წლის კაცი მოკლეს.
16:13 / 21-05-2023
მარტის თვეში საქართველოს მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 265 ფაქტი გამოვლინდა; მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთშია დაფიქსირებული.
16:43 / 12-04-2023
ეკონომიკა
გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობის ორივე სართულს სრული რეაბილიტაცია უტარდება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
13:15 / 24-05-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპი „ლაგოდეხის სერვის ცენტრს“, ოთხი ახალი ავტომობილი გადასცა, რომლის საერთო ღირებულებამაც 575 556 ლარი შეადგინა.
11:21 / 29-03-2023
სხვა ამბები
მე ვამაყობ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, წილად მხვდა პატივი ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
13:07 / 26-05-2023
თავისუფლების უპირველესი მტერია ომი. დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას, ომის მალე დასრულებას, მშვიდობას, გამთლიანებას და თავისუფლებას ვუსურვებ
12:39 / 26-05-2023
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.
09:00 / 26-05-2023
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩინეთი მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის, რაც ძალიან ჭკვიანური მიდგომაა.
13:01 / 24-05-2023
პირველკლასელთა რეგისტაციის მეორე ეტაპი, რომელიც 2 მაისს დაიწყო, დღეს დასრულდება
09:49 / 19-05-2023
ლატვიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ "მგლების" სპორტსმენებმა ორი პირველი და ერთი მესამე ადგილი აიღეს.
15:40 / 10-05-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 18 / 30 °C
img
საგარეჯო 17 / 29 °C
img
დ.წყარო 17 / 30 °C
img
სიღნაღი 18 / 32 °C
img
ლაგოდეხი 17 / 27 °C
img
ყვარელი 18 / 30 °C
img
თელავი 18 / 30 °C
img
ახმეტა 17 / 30 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2023 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.