პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც პრემიერის მადრიდში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული პერსპექტივის განხილვას.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ამით ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო აქტიურად იმუშავებს კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად და ქვეყნის ევროინტეგრაცია არა მხოლოდ რომელიმე მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია.

პრემიერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა და შარლ მიშელს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გაწეული პირადი ძალისხმევისთვის და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

| Print |
FaceBook Twitter Google