პოლიტიკა
„მინდა გარკვევით განვაცხადო, რომ შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას“ -კელი დეგნანი
საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, "შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას რუსეთ-უკრაინის ომში. შეერთებულ შტატებს არ სურს ამ ომის გავრცელება არსად, შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს ამ ომის, რაც შეიძლება სწრაფად შესაჩერებლად."

მისივე თქმით, საქართველოს მეგობრები შეერთებულ შტატებსა და ევროპაში არიან ,რომლებიც საქართველოს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის იზრუნებენ.

"შეერთებული შტატები და ევროპა ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 % რუსეთს აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია, რომელმაც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები ცხოველების სადგომად მათი გამოყენებით.

თუ არსებობს რამე კითხვები, თუ რას ნიშნავს რუსეთის მეგობრობა საქართველოსთვის, მაშინ უბრალოდ უნდა შეხედოთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს, რომ დაინახოთ. თქვენი მეგობრები აშშ-სა და ევროპაში არიან. ეს არის გზა საქართველოს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ,"- განაცხადა ელჩმა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კელი დეგნანი /