პოლიტიკა
ბორის ჯონსონი თანამდებობას ტოვებს
გამოცემა „LATEST NEWS”-ის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი პრემიერის პოსტს „ტოვებს.

ჯონსონის განცხადებით, „ნათელია, რომ კონსერვატულ პარტიას სჭირდება ახალი ლიდერი. ასევე, ქვეყანას სჭირდება ახალი პრემიერ-მინისტრი.“ ხოლო ახალი ლიდერის არჩევის პროცედურის შესახებ სიახლეები მომვალ კვირას გახდება ცნობილი.

ახალი ლიდერის არჩევამდე ბორის ჯონსონი საკუთარ მოვალეობებს შეასრულებს.
მან სიტყვით გამოსვლის დროს ასევე მიმართა უკრაინელებს და განაცხადა, რომ ბრიტანეთი კვლავ გააგრძელებს ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას.

თანამდებობაზე ყოფნის დროს ბორის ჯონსონი არაერთხელ გაეხვა სკანდალში თუმცა ბოლოდროინდელი განხეთქილება ყველაზე მასშტაბურია.

ამ შემთხვევაში, განხეთქილება ჯონსონსა და მისი მთავრობისა და პარტიის წევრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც კრის პინჩერი პარტიის დისციპლინური ორგანოს ხელმძღვანელად დააწინაურა ისე, რომ არ გაითვალისწინა პინჩერის წინააღმდეგ არსებული სექსუალური შევიწროების ბრალდებები.

ჯონსონის მოწინააღმდეგეების თანახმად, ამ ბრალდებების შესახებ მან წინასწარვე იცოდა, თუმცა არაფერი იღონა. რის შედეგადაც , 50-ზე მეტმა მაღალი თანამდებობის პირმა თანამდებობა დატოვა.

საბოლოოდ, ჯონსონმა მოიბოდიშა პინჩერის დანიშვნისთვის და აღიარა, რომ ბრალდებები მისთვის ცნობილი იყო.

2022 წლის ივლისში ცნობილი გახდა კიდევ ექვსი ბრალდების შესახებ, რა დროსაც პინჩერმა პარლამენტის წევრი სხვა დეპუტატებიც შეავიწროვა.

ლეიბორისტული პარტიის წევრების თქმით, კონსერვატორების გემი იძირება და იქიდან ვირთხები გაქცევას ცდილობენ.

| Print |
FaceBook Twitter Google