პოლიტიკა
თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 404 824 დოლარის ტექნიკა გადასცა
თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს კომპანია “HIDROMEK”-ის 8 ერთეული მინი ექსკავატორი-მტვირთავი ტრაქტორი გადასცა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფეისბუქ-გვერდზე ვკითხულობთ.

თურქეთმა საქართველოს ლოჯისტიკური ტექნიკა 2019 წელს ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში გადასცა. ტექნიკის ღირებულება 404.824 აშშ დოლარია.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ტექნიკის გადაცემის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე შედგა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულფასოვანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი ესრებოდნენ.

ადგილზე გაფორმდა ტექნიკის მიღება-ჩაბარების ოქმი, რომელზეც ხელს აწერენ ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, პოლკოვნიკი კახა ტაბატაძე და თურქეთის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ბურაქ ალთინერი.

| Print |
FaceBook Twitter Google