პოლიტიკა
რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს -ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა სურს. იგი წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს მოღალატეებს უწოდებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა დღეს, 8 აგვისტოს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებისთვის მუცემულ კომენტარში ისაუბრა.

"მიუხედავად მრავალი მცდელობისა, იმ მოღალატეებს, ვინც ეს ომი ვერ და არ ააცილა ჩვენს ქვეყანას, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი ყოფილიყო, მათი ეს გეგმა ჩაიშალა და ჩაიშლება ყოველთვის.

ამის შემდეგ მათ ნახეს, რომ მსოფლიოში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდაა საქართველოში, არცერთ ქვეყანაში არ მიმდინარეობს ასეთი პროგრესი, ახლა, ვინაიდან ვერ მიაღწიეს მათ მიზანს და მეორე ფრონტი ვერ გადმოიტანეს საქართველოში, ახლა უნდათ რამენაირად დააზიანონ ჩვენი მოქალაქეები. როცა უნდათ, შეაფერხონ ტურიზმის შემოდინება საქართველოში, ეს ვისზე აისახება? აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ეკონომიკაზე, ხალხზე. ერთ რამეს გეტყვით, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკის განვითარება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა, რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ.

„ომის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ არავითარი ქმედება არ განახორციელა. თუნდაც სანქციების ორგანიზება მოეხდინა, დაეწყოთ მუშაობა იმისთვის, რომ რუსეთს სანქციები დაკისრებოდა ოკუპაციის გამო. მას შემდეგ, რაც გრძელდებოდა რუსეთის ის ქმედებები, რომლებიც დღესაც გრძელდება, ამის ნაცვლად მათ ცალმხრივად გაუხსნეს უვიზო რეჟიმი, გადასცეს რუსულ კომპანიებს სტრატეგიული ობიექტები და შემდეგ უკვე ნახეთ, რომ მხარი დაუჭირეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას,“ - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler deneme bonusu
1xbet MobilBetturkey GüncelBetist Mobiltrbetsupertotobet bonusbetrollerbetpionerMariobet Güncel GirişBahis.com girişTarafbet Giriş