პოლიტიკა
პუტინი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უფლებებს დაიცავს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ ქვეყნის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია დაამტკიცა. პუტინის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსკოვის ჰუმანიტარული პოლიტიკის პრიორიტეტი საზღვარგარეთ, დსთ-ს ქვეყნებთან და ოკუპირებულ - აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებთან თანამშრომლობის გაფართოება იქნება.

რაც შეეხება საქართველოს, ლატვიას, ლიეტუვას, ესტონეთსა და მოლდოვას, ამ ქვეყნებთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება აღნიშნულ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა - ნათქვამია კონცეფციაში.

„რუსეთის ფედერაცია საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მხარს უჭერს საკუთარი უფლებების განხორციელებაში, მათი ინტერესების დაცვასა და სრულიად რუსული კულტურული იდენტობის შენარჩუნებაში “, - ვკითხულობთ კონცეფციის ტექსტში.
| Print |
FaceBook Twitter Google