პოლიტიკა
ფინეთი რუსი ტურისტებისთვის საზღვრებს კეტავს
ფინეთი, რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის ფონზე, რუსი ტურისტებისთვის საზღვრებს კეტავს.
ფინეთის მთავრობაში განმარტავენ, რომ გამონაკლისი შეეხება ოჯახურ ვიზიტებს, ასევე მუშაობისა და სწავლის მიზნით ჩასულ მოქალაქეებს.

მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება დღეს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევა ძალაში.

”პრინციპული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მთლიანად აღკვეთოს რუსული ტურიზმი ფინეთში და მასთან დაკავშირებული ტრანზიტი ფინეთის გავლით,” - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ პრესკონფერენციაზე.

1 სექტემბრის მდგომარეობით, ფინეთმა შეამცირა რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული ვიზების რაოდენობა - მათ შორის ტურისტული მიზნებისთვის, რაც მათივე თქმით, უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატულებაა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები რუსეთი / ფინეთი /