პოლიტიკა
„ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ უმოკლეს ვადაში შესრულდეს ევროკომისიის 12-ვე რეკომენდაცია“- ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება არის ჩართული და მაქსიმალურად მოტივირებული, რომ უმოკლეს ვადაში შესრულდეს ევროკომისიის 12-ვე რეკომენდაცია.
პრემიერმა მოუწოდა ოპოზიციას, მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში.

„საქართველო შეასრულებს ამ 12-ვე რეკომენდაციას. ჩვენი ხელისუფლება არის ჩართული და მაქსიმალურად მოტივირებული, რომ უმოკლეს ვადაში შესრულდეს 12-ვე რეკომენდაცია. აქვე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ოპოზიციას, რომ მიიღონ მონაწილეობა სამუშაო ჯგუფებში, რომელიც არის პარლამენტში. პრაღაში ევროკავშირის ლიდერების სამიტი იმართება, სადაც მიწვეული ვართ პარტნიორი ქვეყნების მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაურები და იქაც იგივე გზავნილი მექნება, რომ ჩვენ ვართ აქტიურად ჩართულები ამ პროცესში, ვმონაწილეობთ, ყველა კარი არის ღია ყველა ოპოზიციური პარტიისთვის და ახლა მთავარია, რომ მათი ჩართულობაც უზრუნველვყოთ“, - განაცხადა პრემიერმა.



| Print |
FaceBook Twitter Google