პოლიტიკა
ევროკავშირის ეკონომიკური სანქციების მერვე პაკეტი დამტკიცებულია
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ.

ახალი პაკეტი მოიცავს ნავთობის ტრანსპორტირების აკრძალვას ფასის დადგენილ ზღვრამდე, შეზღუდვას ფოლადის ნაწარმის, პლასტმასისა და გარკვეული ქიმიკატების იმპორტზე. ახალი პაკეტით, რუსეთის მოქალაქეები ასევე ვერ გამოიყენებენ ევროპულ „კრიპტო საფულეს“.

ახალი პაკეტის გათვალისწინებით, ევროპულ კომპანიებს რუსეთის მოქალაქეებისთვის კომპიუტერული, ტექნოლოგიური და იურიდიული მომსახურების გაწევა, ასევე არქიტექტურული თუ საინჟინრო პროექტების შემუშავება აეკრძალებათ.

პაკეტის ამოქმედებიდან აიკრძალება იარაღისა და სამხედრო მანქანების ექსპორტი, ამას დაემატება საავიაციო მრეწველობისთვის აუცილებელი პროდუქციის გაფართოებული სია, აგრეთვე რუსეთიდან ევროპაში ქაღალდის, ხის მერქნის, პლასტმასის, თამბაქოს ნაწარმისა და კოსმეტიკური საშუალებების შემოტანა.

აღნიშნული აკრძალვები ასევე ეხება ამ დროისთვის რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში წარმოებულ ნებისმიერ პროდუქციას.
| Print |
FaceBook Twitter Google