პოლიტიკა
აშშ-ის ელჩობის კანდიდატად საქართველოში რობინ დანიგენი წარადგინეს
ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახალი საკვანძო ნომინაციების კანდიდატურები წარადგინა. თეთრი სახლის მიერ 13 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად რობინ დანიგენი წარადგინა.

აშშ-ის საგარეო სამასახურის უფროსი წევრი, მინისტრის მრჩეველი, რობინ დანიგენი, ამჟამად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეა.

დანიგენი ასევე მუშაობდა ვენაში, ავსტრიაში, აშშ-ის საელჩოს მოვალეობის შემსრულებლის, დროებითი ან მისიის უფროსის მოადგილის პოზიციებზე.

იგი ასევე იყო ენერგეტიკული რესურსების ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილე.

დანიგენის საქმიანობის სფერო ასევე მოიცავს აშშ-ის საელჩოებს ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ-სალვადორში.

ამ დროისთვის დანიგენი არის მრავალი სახელმწიფო დეპარტამენტის ჯილდოს მფლობელი. იგი კალიფორნიის მოქალაქეა. მან წარჩინებით დაასრულა ომის ეროვნული კოლეჯი, სადაც მიიღო მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. იგი ასევე საუბრობს ესპანურად და გერმანულად.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი ამჟამად კელი დეგნანია, რომელმაც საქმიანობა 2020 წელს დაიწყო.
| Print |
FaceBook Twitter Google