პოლიტიკა
გურჯაანში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რამდენიმე წუთის წინ გურჯაანში დაპირისპირება მოხდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის.

სტიქიის შედეგების გასაცნობად ადგილზე იმყოფებოდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან თემურ ბუწაშვილი და პარლამენტის დეპუტატი გიორგი ბოტკოველი. მათ ხელისუფლების რეაგირება უარყოფითად შეაფასეს და მეტი ჩართულობისკენ მოუწოდეს, რასაც კამათი და დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილზე მისულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილმა და ადგილობირივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ისინი პროვოკაციაში დაადანაშაულეს. „მთელი ღამე სად იყავით, თქვენ აქ არავის უნახიხართ. რატომ წუხელ არ დაგვიდექით გვერდში, ახლა კამერებით რომ დარბიხართ,“ - უპასუხეს მათ.








| Print |
FaceBook Twitter Google