პოლიტიკა
საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს-ჯოზეფ ბორელი
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს.

მისი თქმით, მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს საკმაოდ დიდი ციფრია.

“სამი ძირითადი გზავნილი მაქვს თქვენთან და ქართველ ხალხთან ჩემი ვიზიტის პროცესში. პირველი გზავნილი ის გახლავთ, რომ უეჭველია, საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს. მინდოდა ჩამოვსულიყავი საქართველოში და ჩამომეტანა ეს გზავნილი, პირადად ჩამომეტანა ქართველი ხალხისთვის. როდესაც ჩამოვედი ქვეყანაში, დავინახე ასეთი ძლიერი სულისკვეთება ქართველი ხალხის. 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს შთამბეჭდავი ციფრია, მაგრამ ეს არა მარტო რიცხვია, მე ძალიან მიხარია, რომ ვხედავ, ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს საქართველოს და თბილისის ქუჩებში და უნდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ბრიუსელში“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.


| Print |
FaceBook Twitter Google