პოლიტიკა
პარლამენტში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა დაიწყო
დღეს, საქართვრლოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა დაიწყო. პროცესს სალომე ზურაბიშვილიც ესწრება.

დარბაზში სალომე ზურაბიშვილის შესვლისას ფეხზე მხოლოდ ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატი წამოდგა. ოპოზიციიდან სხდომას მხოლოდ “გირჩის” დეპუტატები, ალეკო ელისაშვილი და “ევროპელი სოციალისტები” ესწრებიან.

საკითხზე მომხსენებელია უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე. განხილვის შემდეგ, საკითხი დღესვე, კენჭისყრაზე დადგება.

ცნობისთვის პრეზიდენტს იმპიჩმენტს 100 ხმა სჭირდება.  განხილვაში სულ 87 დეპუტატი მონაწილეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google