პოლიტიკა
პრეზიდენტის ქმედებები ყოველთვის იყო დამაზიანებელი- ირაკლი ქადაგიშვილი
თელავის-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ქმედებები ყოველთვის იყო დამაზიანებელი და კონფრონტაციის შემომტანი.
დეპუტატი, პრეზიდენტის ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრაზე ამბობს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრებისგან არანაირი განსაკუთრებული პოზიტიური მოლოდინი არ გააჩნია.

"ცოტა გაურკვეველია მაინცდამაინც ქალ პოლიტიკოსებს რატომ ხვდება - რაღაც გენდერული მიკერძოება გააჩნია თუ რა არის... ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ამ შეხვედრისგან რაიმე პოზიტიური იქნება. ქალი იქნება თუ კაცი, ჩვენ კარგად დავინახეთ ოპოზიციის რეალური ქმედებები და გამონათქვამები, რაც დამაზიანებელია ევროინტეგრაციის გზაზე. ისიც კარგად ვიცით, რომ პრეზიდენტის ქმედებები ყოველთვის დამაზიანებელი, კონფრონტაციის შემომტანი იყო - რა განცხადებებით დაგვიბრუნდა ის ვიზიტებიდან - დაუწესეთ სანქცია რუსეთსო... ასეთი იყო რეკომენდაცია, რომელიც პრეზიდენტმა თავის არასანქცირებული მოგზაურობის შემდეგ ჩამოიტანა", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google