თვითმმართველობა
ვინ იქნებიან თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის თვითმართველობის არჩევნების შემდეგ, 35 დეპუტატი იქნება.
აქედან პროპორციული სიით „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს- 9 დეპუტატი, „ ევროპულ საქართველოს“-1, „ნაციონალურ მოძრაობას“- 4 და ასევე ერთი დეპუტატი ეყოლება „პატრიოტთა ალიანსს.“
„ქართული ოცნებიდან“ მანდატები მოიპოვეს -ლევან ლილუაშვილმა, ნანა ხვისტანმა, ალექსანდრე შათირიშვილმა, ლევან ოთიურიძემ, ლევან კოჭლოშვილმა, მაია მარკოზაშვილმა, ტიტე დარეჯანიშვილმა და დავით ღაღანიძემ.
„ევროპული საქართველოდან“ საკრებულოს დეპუტატი გახდა- ლელა მენთეშაშვილი; „ნაციონალური მოძრაობიდან“- ალექსი ძულიაშვილი, ზაქარია გრიშიკაშვილი, ბაადურ რევაზიშვილი, ხოლო „პატრიოტთა ალიანსიდან“- არჩილ თვალიაშვილი.

რაც შეეხება მაჟორიტარ დეპუტატებს, „ქართული ოცნებიდან“ მანდატი მოიპოვა:-გიგა ორკოდაშვილმა, ბესიკ ქოჩიშვილმა, გიორგი ჩაბრაშვილმა, იოსებ პარწიკანაშვილმა, გურამ წულუკიძემ, დავით გოგოშვილმა, ვასილ არაბულმა, ლევან მრელაშვილმა, ზაქარია ყარასაშვილმა, გოჩა წაწალაშვილმა, გიგა მამუკელაშვილმა, ზურაბ მუსაევმა, მიხეილ გრემელაშვილმა,ნიკოლოზ მაისურაძემ, უჩა ჭოტიაშვილმა,გიორგი ქიზიყელაშვილმა, ბესიკ გაიპარაშვილმა, ზურაბ ლილუაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს დეპუტატი აბრამ მახარიაშვილი, „ევროპულ საქართველოს“ კი - ზურაბ ნაცარაშვილი.

| Print |
FaceBook Twitter Google