თვითმმართველობა
დედოფლისწყაროში საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე აირჩიეს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ნინო მჭედლიშვილმა გახსნა.
საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარის თანამდებობაზე ნუგზარ პაპიაშვილის კანდიდატურა წარადგინეს. დეპუტატების უმრავლესობამ მას  მხარი დაუჭირა. მოადგილის პოსტზე კი გოჩა სამუკაშვილი აირჩიეს.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა და ბიუროს შექმნაც.

საკრებულოს წევრებმა ფარული კენჭისყრით იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ გიორგი გოგილაშვილი აირჩიეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ ჯემალ კოტაშვილი, სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ მიხეილ ბახუტაშვილი, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ გივი გიგაური, ხოლო სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარედ ნიკოლოზ ხუციშვილი.


| Print |
FaceBook Twitter Google