თვითმმართველობა
გურჯაანის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
გურჯაანის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფრისმა ეკატერინე ბეროშვილმა თანამდებობა დატოვა.
როგორც speqtri.ge-ს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მერი ოსოშვილმა განუცხადა, ის სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე ექვს დეკემბერს გათავისუფლდა.

ჩვენ დავინტერესდით, თუ რატომ მიიღო ეკატერინე ბეროშვილმა ეს გადაწყვეტილება, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ საკადრო ცვლილებები გურჯაანის მერმა სამსახურში მისვლისთანავე დაიწყო. პირველივე დღეს სამსახურიდან დაითხოვა ორი მოადგილე- დიმიტრი კალატოზიშვილი და ალეკო ყვირალაშვილი.  მედიასთან კი განაცხადა, რომ სამსახურის უფროსებს და განყოფილების ხელმძღვანელებს გათავისუფლების შესახებ განცხადებების დაწერა მოსთხოვა.

"მე ჩემს გუნდთან ერთად მინდა საქმიანობის წარმართვა ამ ოთხი წლის განმავლობაში. გუნდი, როემლიც მოსახლეობის ინტერესებზე და იმ პრობლემებზე იქნება მომართული, რაც რეალურად მუნიციპალიტეტში არსებობს."- აღნიშნა მაშინ speqtri.ge-სთან არჩილ ხანდამაშვილმა.

როგორც გურჯაანის მერმა განაცხადა, ეკატერინე ბეროშვილის სამსახურიდან წასვლის თაობაზე კომენტარს მოგვიანებთ გააკეთებს.
| Print |
FaceBook Twitter Google