თვითმმართველობა
თელავის საკრებულოში ხელფასების ზრდის საკითხს ხმაური მოჰყვა
თელავის მუნიციაპალიტეტის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციამ საკრებულოსა და მერიაში ხელფასების ზრდა გააპროტესტა.
მათი განცხადებით, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად,  აღნიშნული საკითხი 20 იანვრამდე უნდა განხილულიყო, საკრებულომ კი კანონი დაარღვია.

"ნაციონალურო მოძრაობის" დეპუტატის, ბადურ რევაზიშვილის თქმით, შესაძლოა, მან სასამართლოს მიმართოს.

ცნობისთვის, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 3100, პირველი მოადგილეების 2800, მოადგილეების კი 2500 ლარით განისაზღვრა.


| Print |
FaceBook Twitter Google