თვითმმართველობა
გურჯაანის საკრებულოში "ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი ფრაქცია შექმნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია "მწვანეები" დარეგისტრირდა, სადაც „ქართული ოცნების“ სამი დეპუტატი გაწევრიანდა.
-„ჩემი მოადგილეა თეიმურაზ ზარდიაშვილი, წევრი კი ზურაბ სიმონიშვილია. ჩვენი მუშაობის ძირითადი მიმართულება იქნება ბუნების დაცვა, პრიორიტეტი ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. ამ კუთხით ძალიან რთული მდგომარეობაა. პირველ რიგში რასაც გავაკეთებთ, ეს ბაზრის მიმდებარე ხევის დასუფთავებაა.“- აღნიშნა ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარე რამაზ უტიაშვილმა.

ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამჟამად სულ ექვსი ფრაქციაა რეგისტრირებული.
| Print |
FaceBook Twitter Google