თვითმმართველობა
ვინ შეარჩია საკონკურსო კომისიამ გურჯაანის სოფლებში მერის წარმომადგენლებად
გურჯაანის მერიის საკონკურსო საატესტაციო კომისიამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები შეარჩია. აღნიშნული სია კი დასამტკიცებლად მერს გადაეგზავნა.
ჩალაუბანი, ნანიანი, ჩუმლაყისა და ყიტაანის ადმინისტრაციული ერთეული - აქ შესაბამისი ქულები ვერცერთმა აპლიკანტმა ვერ დააგროვა. შესაბამისად, კონკურსი სამ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმოამდგენლის პოზიციაზე ხელახლა გამოცხადდება.

-„კომისიის წევრებმა თითოეული კანდიდატი ქულებით შეაფასეს. როდესაც ბოლო შემაჯამებელი სხდომა შედგა, გაირკვა, რომ სოფელ ჩალაუბნის, ნანიანის, ჩუმლაყისა და ყიტაანის ადმინისტრაციულ ერთეულში ვერცერთი კანდიდადიტი ვერ შეფასდა სათანადო ქულით, რომელიც შემდეგში შეიძლებოდა შეგვერჩია. თითოეული კონსკურანტი მერის წინაშეა წარდგენილი. მერი უფლებამოსილია კანონით გაწერილი დროით, 14 კალენდარული დღის ვადაში დანიშნოს ან არ დანიშნოს ისინი.“-აღნიშნა speqtri.ge-სთან გურჯაანის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრმა მაია ლალიაშვილმა.

შერჩეული კანდიდატები არიან:

ვაჩნაძიანისა და კახიფარის ადმინისტრაციული ერთეული - სიმონ ლოლაძე;
კალაური - ალექსანდრე პაპოშვილი;
შაშიანი - გაბრიელ ბოკუჩავა;
ვაზისუბანი - გიორგი სოლომნიშვილი;
მუკუზნისა და ზეგაანის ადმინისტრაციული ერთეული - კეკე ბენდელიანი-კარელიძე;
ველისციხე- ამირან ალთუნაშვილი;
ახაშენი - გიორგი მელექსიშვილი;
ქალაქ გურჯაანის ადმინისტრაციული ერთეული - დიმიტრი არევაძე;
სოფელი გურჯაანი - ივანე მახარაშვილი;
ჭანდარი - გიორგი მანიჟაშვილი;
ძირკოკი - გოგიტა ალხაზაშვილი;
ვეჯინი - ნიკოლოზ იმედაშვილი;
კოლაგი - ბესიკ წინწალაშვილი;
ბაკურციხე - გიორგი ბერიძიშვილი;
კარდენახი - გიორგი მარტაშვილი;
მელაანი - გოჩა მესხიშვილი;
კაჭრეთი - ალექსი ბაცანაძე;
ზემო კაჭრეთი - ლევან მაზანიშვილი;
ჯიმითი - ავთანდილ შიშნიაშვილი;
არაშენდის, დარჩეთის, ქოდალოს, ზიარისა და ფხოველის ადმინისტრაციული ერთეული - სიმონი არსენაშვილი;
ჭერემი - გიორგი ჩიტაშვილი;

| Print |
FaceBook Twitter Google