თვითმმართველობა
გურჯაანის ვიცე-მერმა თანამდებობა დატოვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, თეიმურაზ ზავრაშვილმა, თანამდებობა დატოვა.

როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, დაკავებული პოზიციიდან თავისი სურვილით გათავისუფლდა, რადგან სხვა სამსახურში გადავიდა.
„შემომთავაზეს მიუსაფარ ცხოველთა რეგიონალურ თავშესაფარში ხელმძღვანელის პოსტი და იქ გადავედი. 15 რიცხვში დაიწერა ბრძანება ჩემს დანიშვნაზე.“

ვინ ჩაანაცვლებს თეიმურაზ ზავრაშვილს, უცნობია. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯერჯერობით სხვა კანდიდატურა არ განიხილება.

| Print |
FaceBook Twitter Google