თვითმმართველობა
სად გააგრძელებენ საქმიანობას კახეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერები
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, კახეთის მუნიციპალიტეტების უკვე ყოფილი მერებიდან ზოგიერთი მათგანი კვლავ თვითმმართველობაში რჩება, ზოგი კი - კერძო სექტორს უბრუნდება.
მმართველმა პარტიამ მერობის კანდიდატად ძველი კადრები კახეთის მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხში წარადგინა. დედოფლისწყაროში ნიკოლოზ ჯანიაშვილი უკვე მეორედ აირჩიეს მერად, მანამდე ის გამგებელი გახლდათ. მეორე ვადით იქნა არჩეული ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი.

მმართველმა პარტიამ მერობის კანდიდატად აღარ წარადგინა გურჯაანის უკვე ყოფილი მერი, არჩილ ხანდამაშვილი, თუმცა ის კვლავ თვითმმართველობაში დარჩება, რადგან ვეჯინი-ძირკოკის მაჟორიტარი დეპუტატია. ის ასევე იყო საკრებულოში პარტიული სიის მეორე ნომერი. ხანდამაშვილის კანდიდატურა განიხილება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, რაც თავადაც დაგვიდასტურა. თავმჯდომარის პოსტს კი, მესამე ვადით კვლავ ვანო ბერიძიშვილი დაიკავებს.

ხანდამაშვილისგან განსხვავებით, თვითმმართველობაში ვეღარ ვიხილავთ საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ყოფილ მერებს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი, გოგი გოგილაშვილი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტეტის ყოფილი მერი, გიორგი ერბოწონაშვილი კეეძო სექტორს დაუბრუნდა, როგორც თავად ამბობს, საგარეჯოში ახლადგახსნილი ღვინის ქარხნის დირექტორის მრჩეველია, თუმცა ქარხნის სახელწოდებას ვერ გვისახელებს.

"პარტიულ მოღვაწეობას გავაგრძელებ ისევ და "ქართული ოცნების" გვერდით ვიქნები. ოფიციალური სამსახური არ მაქვს, მაგრამ ღვინის ქარხნის დირექტორის მრჩეველი ვარ საგარეჯოში, ახალი ქარხანაა. ჩემი სურვილი არ იყო მერად მეყარა კენჭი, ან საკრებულოში გამეგრძელებინა საქმიანობა,"-გვეუბნება ერბოწონაშვილი.

რომელ ახლადგახსნილ ქარხანას გულისხმობდა  ერბოწონაშვილი, სადაც დირექტორის მრჩეველია, ჩვენთვის უცნობია, თუმცა მის მიერ შევსებული დეკლარაციიდან ვიცით ის, რომ ღვინის ქარხანა შპს "კახეთი 3000"-ის 35,2%-იანი წილის მფლობელია. კომპანია 2004 წელს დაარსდა. 

ყვარლის ყოფილი მერი, როსტომ სესიაშვილიც კერძო სექტორში გადაინაცვლებს, ამის შესახებ speqtri.ge-ს თავად განუცხადა.

"ჯერჯერობით არ ვიცი სად გადავინაცვლებ. ადგილობრივ თვითმმართველობაში ვეღარ მიხილავთ, მაგრამ სად გავაგრძელებ საქმიანობას, ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. კერძო სექტორში ვიყავი, ვარ და ვიქნები," - ამბობს სესიაშვილი. მას სხვადასხვა სახის ბიზნესში  წილები აქვს და კერძო სექტორშიც ეს იგულისხმა.

პარტიული სიის პირველი ნომერია ახმეტის ყოფილი მერი, იოსებ ქარუმაშვილი. ის სავარაუდოდ, საკრებულოს თავმჯდომარე იქნება.
"ჯერ ახალი მოწვევის საკრებულო არ შეკრებილა, ველოდებით საოლქო კომისიამ დაწეროს შეკრების ოქმი. ჩემი კანდიდატურა განიხილება თუ არა საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე, წინასწარ ვერ გეტყვით," - ამბობს ქარუმაშვილი.

თვითმმართველობაში აღარ იქნება თელავის ჯერ კიდევ მოქმედი მერი, შოთა ნარეკლიშვილი. მან "ქართული ოცნების" თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია ჯერ კიდევ მაისში დატოვა და ამით მმართველ გუნდს გაემიჯნა.

მას ლევან ანდრიაშვილი ჩაანაცვლებს, რომელმაც გამარჯვება მეორე ტურში მოიპოვა. ანდრიაშვილის გარდა, მუნიციპალიტერის ყველა მერი უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგა.


| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.