თვითმმართველობა
თელავსა და აფულას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი ისრაელში შეხვედრებს მართავს.
როგორც მერიაში განმარტავენ, მოლაპარაკებების შედეგად თელავის მუნიციპალიტეტისა და ისრაელის ქალაქ აფულას მერებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

„მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის ხელშეწყობით თელავსა და აფულას შორის მოლაპარაკებები ისრაელში ორ ქალაქს შორის დამეგობრების მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა.
შეთანხმება ორი ქალაქის მუნიციპალიტეტებს შორის სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელი თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა და აფულას მერმა, ავრაჰამ ელკაბეტცმა მოაწერეს,“ - აღნიშნავენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე ცნობით, ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია და სხვა ოფიციალური პირები.


| Print |
FaceBook Twitter Google