თვითმმართველობა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ათ ავტობუსს შეიძენს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია კონსოლიდირებული ტენდერით 10 ავტობუსს შეიძენს. როგორც მერმა, ზურაბ უტიაშვილმა ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, 8-მეტრიანი ავტობუსების შესაძენად შეკვეთა უკვე გაკეთებულია. ასევე შემუშავებულია მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი.

„საკრებულოს მიერ დამტკიცებულია ავტობუსების გადაადგილების სქემა, ანუ, მარშრუტი. მიმდინარეობს მუშაობა მოსაცდელების მოწყობის პროექტირებაზე. ჯერჯერობით არ გვაქვს შერჩეული როგორი იქნება. დაგეგმილია ავტობუსების გასაჩერებელი ფარეხის მოწყობა. შემუშავდება ასევე, ტარიფები და ალბათ, საკრებულოსთან ერთად ვიმუშავებთ, რომ სოციალურად დაუცველებისთვის, ბავშვებისა და მოსწავლეებისთვის ღირებულება არ იყოს მაღალი,“ - განაცხადა ზურაბ უტიაშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google