ტესტი
დღეს ოთარ კობერიძის გარდაცვალების დღეა-რა იცით მის შესახებ (ტესტი)
დღეს ქართველი მსახიობის, რეჟისორისა და სცენარისტის, ოთარ კობერიძის გარდაცვალების დღეა.

ოთარ კობერიძე დაიბადა 1924 წლის 17 დეკემბერს. პირველი ფილმი, სადაც მან მონაწილეობა მიიღო, არის ნიკოლოზ შენგელიას „შავი მთები“. ამ ფილმში ოთარ კობერიძე პარტიზანის როლს თამაშობდა.

1948 წელს ოთარ კობერიძემ შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა.

იგი იყო სოხუმის დრამატული თეატრისა და მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობი. 1956 წლიდან კი მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორად და მსახიობად.

ოთარ კობერიძეს კინოში 1941 წლიდან იღებდნენ. ჯამში, მას 50-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული.

ამ მარტივი ტესტით შეგიძლია გაიხსენო ოთარ კობერიძის შემოქმედება და გაიგო, რამდენად კარგად იცნობ ამ ქართველ მსახიობს.
| Print |
FaceBook Twitter Google