ახალი ამბები
გრემში ლევან გოთუას დაბადებიდან 117 წლის იუბილეს აღნიშნავენ
10 მარტი ლევან გოთუას დაბადების დღეა. მისი დაბადებიდან 117 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართება გრემში.

„საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებისა და გრემის ჩოხოსანთა სადროშოს ინიციატივით, ამა წლის 13 მარტს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში მუზეუმ- ნაკრძალში აღინიშნება ლევან გოთუას დაბადების 117 წლისთავი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც თავად ჩოხოსნები ასევე ლევან გოთუას ძმის შვილი მაია გოთუა, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პოეტი და დამსახურებული ჟურნალისტი თემურ ჩალაბაშვილი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი ვანო ჯაფარიძე, ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორი მაია ზარდიაშვილი, პოეტი იზოლდა იოსებიანი, ასევე ღონისძიებას დაესწრებიან მოსაწავლე ახალგაზრდები, რომლებიც წაიკითხავენ ეპიზოდებს ლევან გოთუას ნაწარმოებ - "გმირთა ვარამიდან", აღნიშნავენ საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების პრესცენტრში.

აღნიშნული ღონისძიება ტარდება მეორედ და მიზნად ისახავს ნაწარმოების პოპულარიზაციას, საქართველოს ისტორიის ნაკლებად ცნობადი დეტალების ფართო საზოგადოებისთვის მიწოდებას, და თავად ლევან გოთუა საიუბილეო თარიღის აღნიშვნის ყოველწლიურ თარიღად დამკვიდრებას.“

ღონისძიება დაიწყება 11 საათზე გრემის მუზეუმში.


| Print |
FaceBook Twitter Google