ტესტი
ქვიზი: რა იცით ნატო ვაჩნაძის შესახებ
დღეს, მსახიობ ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 118 წელი გავიდა. მისი აღმოჩენის ისტორია ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის კიდეც.

ნატო აღმოაჩინა იმ დროს ძალიან ცნობილმა რეჟისორმა ამო ბეკ-ნაზაროვმა. ნატოს ფოტოსურათი ბეკ-ნაზაროვმა რუსთაველის გამზირზე შიხმანის ფოტოატელიეს ვიტრინაში შეამჩნია. ამო ბეკ–ნაზაროვმა შაქრო ბერიშვილი გააგზავნა ნატოს მოსაძებნად. მან გაიგო მისამართი და კითხვა-კითხვით მიაგნო გურჯაანში. ბერიშვილმა ნატო სამსახიობო ნიჭზე შეამოწმა, ამღერა და აცეკვა. თავიდან ვაჩნაძე კინოში მოღვაწეობაზე უარს ამბობდა, მაგრამ ბოლოს მაინც დასთანხმდა. თავისი გარეგნობისა და არტისტულობის წყალობით ნატო ვაჩნაძე ქართული კინოს ლეგენდად იქცა.
რა გახსოვთ ამ გენიალური მსახიობის შესახებ? ამის გადამოწმებაში ჩვენი ტესტი დაგეხმარებათ.


| Print |
FaceBook Twitter Google