რეკლამა
დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატი: მზად ვარ,ამომრჩევლებისა და მმართველი გუნდის ნდობა გავამართლო [R]
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატი ნიკოლოზ ჯანიაშვილი აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, საკუთარი ამომრჩევლებისა და მმართველი გუნდის იმედებს გაამართლებს. ამის შესახებ მან თელავში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის რეგიონისმერობის კანდიდატები წარადგინა.
ჯანიაშვილის თქმით, რეგიონში დაწყებული პროექტები მომავალშიცგაგრძელდება.
„მზად ვარ, ნდობა გავამართლო, პირველ რიგში, ამომრჩევლების დაშემდეგ, მმართველი გუნდის წინაშე. ჩვენ ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დაგვხვდა. თითქმის ყველა მიმართულებით ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვიდექით. ბევრი პროექტი განვახორციელეთ,ზოგიც განხორციელების პროცესშია, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. საბოლოოდ, ეს გამოწვევები იქნება დაძლეული“, -განაცხადა დედოფლის წყაროს მერობის კანდიდატმა.

დედოფლისწყაროში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნიკოლოზ ჯანიაშვილი იქნება, საგარეჯოში - გიორგი ერბოწონაშვილი, გურჯაანში - არჩილ ხანდამაშვილი, ახმეტაში -იოსებ ქარუმაშვილი, ლაგოდეხში - ჯონდო მდივნიშვილი, ყვარელში- როსტომ სესიაშვილი, სიღნაღში - გიორგი გოგილაშვილი, ხოლო თელავში - შოთა ნარეკლიშვილი.
| Print |
FaceBook Twitter Google