რეკლამა
„ქართული ოცნების“ თელავის მერობის კანდიდატი კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა [R]
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, შოთა ნარეკლიშვილი,კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, კონკრეტულ სფეროში არსებული მდგომარეობისადა მისი განვითარებისთვის პროფილური პროექტების შესაძლო განხორციელების გარდა, საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო თელავისთვის, არამედმთლიანად რეგიონისთვის.

-„ისევე როგორც ნებისმიერი თქვენთაგანი, მწვავედ განვიცდი იმ პრობლემებს, რომლებიც ჯერაც გადაუჭრელია ჩვენს ქალაქში. ეს არის წყლის მიწოდება უწყვეტი გრაფიკით,კეთილმოწყობილი გზები, არსებული რეკრეაციული ზონების რეაბილიტაცია და ახალი სკვერების გაშენება, გარე განათების მოწესრიგება და ქალაქის მთლიანი უზრუნველყოფა ახალი სანათებით,ბუნკერების განთავსება იმ უბნებში, სადაც დღემდე ამის დეფიციტია.მაწანწალა ძაღლებისთვის თავშესაფრის მოწყობ“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა და დასძინა, რომეს აქტუალური საკითხების არასრული ჩამონათვალია.

შოთა ნარეკლიშვილმა შეკრებილებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, არსებულ პრობლებზეთანაქალაქელებთან ერთად იმუშავებს და მათ გადასაჭრელად ძალისხმევას არ დაიშურებს.
| Print |
FaceBook Twitter Google