რეკლამა
კახა კალაძე: „თბილისის რაიონებში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები აშენდება“ [R]
თბილისის რაიონებში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები აშენდება, რომელიც ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომი იქნება - ამის შესახებ დღეს, ნაძალადევის მოსახლეობასთან შეხვედრაზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, მისთვის ასევე პრიორიტეტული იქნება სკოლამდელი განათლება და ამ მიზნით მერია ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობას განაგრძობს.

-„2012 წლის შემდეგ, რაც ჩვენ გავაუქმეთ ბაღის გადასახადი, საბავშვო ბაღებში შემსვლელი ბავშვების რიცხვი, საბედნიეროდ, ყოველწლიურად იზრდება. თბილისის მერია ამ მატებას მომზადებული უნდა შეხვდეს. მომავალი 4 წლის განმავლობაში საბავშვო ბაღების მშენებლობა გაგრძელდება,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძის განმარტებით, საზოგადოება სპეციალური ვებგვერდის საშუალებით შეძლებს გააკონტროლოს მერი, მერია და იმ პროექტების განხორციელების პროცესი, რომელიც მისი დაპირებით თბილისში განხორციელდება.

ნაძალადევის მოსახლეობას თბილისის მერობის კანდიდატთან ერთად, პარლამენტარები - არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე და მიხეილ ყაველაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ამაშუკელი შეხვდნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ. შეხვედრები ოთხი სხვადასხვა ქუჩის მოსახლეობასთან გაიმართა.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თბილისის მერობის გამარჯვებული კანდიდატი კახა კალაძე სატრანსპორტო
სფეროში მომუშავე ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლებს შეხვდა.
თბილისის მერობის გამარჯვებული კანდიდატი კახა კალაძე სატრანსპორტო სფეროში მომუშავე ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
18:16 / 31.10.2017
„პროფესიული განათლება არის უნიკალური შესაძლებლობა, დაიწყოთ
დამოუკიდებელი, თანამედროვე ქვეყნის შესაბამისი, დაფასებული მოქალაქის
ცხოვრება”, - ამის შესახებ თბილისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა
კახა კალაძემ, დღეს, სასტუმრო „ბილტმორში“, პროფესიული განათლების
საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„პროფესიული განათლება არის უნიკალური შესაძლებლობა, დაიწყოთ დამოუკიდებელი, თანამედროვე ქვეყნის შესაბამისი, დაფასებული მოქალაქის ცხოვრება”, - ამის შესახებ თბილისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა კახა კალაძემ, დღეს, სასტუმრო „ბილტმორში“, პროფესიული განათლების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
16:54 / 31.10.2017
თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული თბილისის მერობის კანდიდატი
კახაკალაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)
დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში, ბრუნო
ბალვანერას შეხვდა.
თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული თბილისის მერობის კანდიდატი კახაკალაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში, ბრუნო ბალვანერას შეხვდა.
17:30 / 30.10.2017
გარდამავალ პერიოდში შეიქმნება სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული
სამუშაო ჯგუფი, რომელიც გენერალური გეგმის პროექტს შეაფასებს. ამის
შესახებ კახა კალაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე
მომუშავე ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გარდამავალ პერიოდში შეიქმნება სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც გენერალური გეგმის პროექტს შეაფასებს. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
15:54 / 28.10.2017
კახა კალაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენელმა,
სებასტიან ჰუსონ დე სამპინიმ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიების
კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც ნოემბრის ბოლოს ლუქსემბურგში
გაიმართება.
კახა კალაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენელმა, სებასტიან ჰუსონ დე სამპინიმ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიების კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც ნოემბრის ბოლოს ლუქსემბურგში გაიმართება.
15:50 / 26.10.2017
სხვა ამბები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის ყველაწმინდას (ღვთისმშობლის) მიძინების ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
14:59 / 18-01-2018
ზამთრის არდადეგები დასრულდა და დღეს საჯარო სკოლებში სწავლა გაგრძელდა.
11:37 / 15-01-2018
ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარებისა და ქართული ენის გამოცდის ტესტებში ცვლილებები იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
16:10 / 05-01-2018
2018 წლის მისაღებ გამოცდაზე აბიტურიენტს საკუთარი ე.წ. ტუშიანი კალმის შეტანის უფლება ექნება.
13:25 / 04-01-2018
მიიწურა, ჩამოიმარცვლა კიდევ ერთი- 2017 წელი თავისი საწუხარით, სინანულით, ზოგჯერ სიხარულის ყიჟინით, უკეთესის მოლოდინში გაკერპებული ნატვრით.
13:11 / 30-12-2017
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.