რეკლამა
ყვარლის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთან გაცნობითი ხასიათი შეხვედრები დაიწყო [R]
„ქართული ოცნება - დემოკრატიოული საქართველო“-ს ყვარლის მერობის კანდიდატმა, როსტომ სესიაშვილმა, მუნიციპალიტეტის სოფლებში ამომრჩეველთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები და მათი საჭიროებების შესწავლა დაიწყო. მერობის კანდიდატმა პირველი შეხვედრები სამ სოფელში: გრემში, შაქრიანსა და ალმატში გამართა და ამომრჩეველს იმ ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა, რომელზეც, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მუშაობას გეგმავს.

სესიაშვილის თქმით, მოსახლეობის ჩართულობა და მათი აზრი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შემდგომში საქმიანობაც სწორედ მათ მოსაზრებებზე იქნება ორიენტირებული.
| Print |
FaceBook Twitter Google