რეკლამა
ჯონდო მდივნიშვილი:ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქართული კულტურისა და ეკონომიკის განვითარებაში [R]
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ჯონდო მდივნიშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, განჯალას, ყარაჯალას, უზუნთალას, მაწიმისა და ბოლოკიანის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

ქართველ და აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან შეხვედრისას, მერობის კანდიდატმა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მათ ჩართულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მუნიციპალური პროექტები მოქალაქეებთან მუდმივი კომუნიკაციის პირობებში დაიგეგმება.

„ჩვენი სიძლიერე ჩვენს მრავალფეროვნებაშია - ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქართული კულტურისა და ეკონომიკის განვითარებაში, ამიტომ ეს ღვაწლი შესაბამის დაფასებას საჭიროებს“ - აღნიშნა მდივნიშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google