რეკლამა
საგარეჯოს მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები დაიწყო [R]
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა გიორგი ერბოწონაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები დაიწყო.

პირველი შეხვედრა მერობის კანდიდატმა სოფლების- ყანდაურა, ბადიაური, მზისგული და შიბლიანის მოსახლეობას თანგამართა.

გიორგი ერბოწონაშვილმა შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და გამარჯვების შემთხვევაში, ბუნებრივი აირის, სასმელი წყლის, ცენტრალური და შიდა სასოფლო გზების, სანიაღვრე არხებისა და გარე განათების მიმართულებით არსებული პრობლემების ეტაპობრივად, პრიორიტეტების მიხედვით გადაწყვეტას დაპირდა.

წინასაარჩევნო პროგრამის გაცნობის შემდეგ, მოსახლეობასა და მერობის კანდიდატს შორის შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

გაცნობითი შეხვედრების დასრულების შემდეგ, მერობის კანდიდატი ამომრჩევლის წინაშე უკვე კონკრეტული პროგრამით წარსდგება.

| Print |
FaceBook Twitter Google