რეკლამა
კახა კალაძემ დარგის სპეციალისტებს ურბანული განვითარების პოლიტიკა წარუდგინა [R]
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმაკახა კალაძემ დეველოპერებს, არქიტექტორებს, ურბანისტებსა და დარგის სხვასპეციალისტებს ურბანული განვითარების პოლიტიკა წარუდგინა.
კახა კალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით რამდენიმე კომპონენტი გამოყო. კერძოდ, მშენებლობის სტანდარტი; თბილისის ისტორიულიუბნების რეაბილიტაცია; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; ავარიული შენობებისრეაბილიტაცია და ქალაქის ვიზუალური სტანდარტი.

პრეზენტაციაზე თითოეული კომპონენტი დეტალურად განმარტეს თბილისის მერობისკანდიდატის გუნდის წევრებმა თემურ ბოლოთაშვილმა და ირაკლი ხმალაძემ. მათი განმარტებით, მაღალი სტანდარტი დაწესდება ეკოლოგიური მიმართულებით, რათა მოქალაქეებმა იცხოვრონ და იარსებონ ეკოლოგიურად სუფთა სივრცეში. გარდა ამისა, შემუშავდება სამშენებლო სტანდარტები და განხორციელდება როგორც სამშენებლო სფეროს კანონდებლობის რეგულირება, ისე ინსტიტუციური რეფორმა.

აღნიშნულ პროცესში გათვალისწინებული იქნება მშენებლობის პროცესის, მათ შორისშრომის უსაფრთხოება, ასევე დარეგულირდება ხმაურისა და დაბინძურების დონეები. ურბანულ განვითარებაზე საუბრისას, კახა კალაძემ დეველოპერებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ მისი მერობის პერიოდში, მწვანე სივრცეებისა და კულტურული მემკვიდრეობის შეზღუდვის ხარჯზე მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა.
-„მე არ ვარ მშენებლობის წინააღმდეგი. პირიქით, ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელიქალაქის სწორ განვითარებას, თუმცა, ახლა, გულწრფელად მინდა გითხრათ ყველას,რომ ჩემი მერობის პერიოდში, მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა, არცერთი პროექტი არ განხორციელდება მწვანე სივრცეების, სკვერების, პარკების, სათამაშო მოედნების, კულტურული მემკვიდრეობის და საზოგადოებრივი სივრცეებისშეზღუდვების ხარჯზე“, - განაცხადა კახა კალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის წარდგენისას.

პრეზენტაციაზე წარადგინეს ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის გეგმაც. იურისტ ირაკლი ხმალაძის თქმით, დედაქალაქში, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო ათპუნქტიანი პროგრამა განხორციელდება, რომლისთვისაც ნახევარ მილიარდ ლარამდე დაიხარჯება. „ისტორიული ნაწილი ქალაქის ეკონომიკისა და ქვეყნის მოსახლეობისთვისგანსაკუთრებულ სიკეთეს ქმნის. აქედან გამომდინარე, ჩვენს გუნდს მომავალი ოთხიწლის განმავლობაში, განსაკუთრებით ამბიციური გეგმა გააჩნია. მომავალი ოთხი წლისგანმავლობაში, ვაპირებთ, განვახორციელოთ ისტორიული არეალების სარეაბილიტაციოათპუნქტიანი პროგრამა, რომელიც ნახევარ მილიარდ ლარამდე ღირებულების იქნება“, -განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი სამუშაოების შედეგად, უძრავი ქონების ღირებულება დამოსახლეობის ყოველდღიური შემოსავალი იზრდება.
აღნიშნული პროგრამის მიხედვით, სარეაბილიტაციო არეალებს შორის ორბელიანის მოედანი, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, გუდიაშვილის მოედანი, ზემო კალისუბანი, ქვემო კალის უბანი, კოტე აფხაზის ქუჩა, ნიკო ფიროსმანის ქუჩა, სულხან-საბაორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩები, გუდიაშვილის ქუჩა და ისტორიული ბაღები იქნება. ირაკლი ხმალაძემ კახა კალაძის ხედვა წარადგინა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, ქალაქს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

-„ქალაქში 1700-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ძირითადად,მოედნების, ქუჩების, შენობების, სადარბაზოებისგან შედგება, რასაც გაფრთხილება დადაცვა სჭირდება. ჩვენს გუნდს აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა მოვუაროთ მათ. უნდა ჩავატაროთ რეინვენტარიზაცია და თანმიმდევრულად და ეტაპობრივად უნდა აღვადგინოთ. ასევე, ახლადაღდგენილი ადგილების მოვლა-პატრონობაზეც ვიზრონოთ“, -განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მოწვეულ სტუმრები, ასევე, გაეცნენ ხედვას ქალაქის ვიზუალურ სტანდარტთან დაკავშირებით. კახა კალაძის გუნდის განმარტებით, ქალაქის იერ-სახისთვის შეიქმნება ერთიანისტანდარტი, რომელიც მოიცავს სარეკლამო აბრების, ფასადების და ვიტრაჟების, შენობის სახურავების, ნავიგაციის ნიშნებისა და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის სტანდარტებს. ვიზუალური სტანდარტის პრეზენტაციაზე უცხოური ქვეყნების მაგალითები წარმოადგინესდა აღნიშნეს, რომ აღნიშნული პროგრამა ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ განხორციელდება.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატისკახა კალაძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აბრებზე დავიტრინებზე ქართული ანბანის გამოყენებას.
-„მე არავის ვეწინააღმდეგები, ყველას შეუძლია ჩამოვიდეს ჩვენს ქალაქში,განახორციელოს ინვესტიციები, დაასაქმოს ხალხი - ეს მისასალმებელია, თუმცავიზუალურ ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული ანბანისგამოყენებას. ეს ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია” - განაცხადა კახა კალაძემ.

ურბანული განვითარების პოლიტიკის წარდგენას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდა, რომელმაც თბილისის მერობის კანდიდატის ხედვა დადებითადშეაფასა და აღნიშნა, რომ ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორედთანმიმდევრული ურბანული განვითარებაა. პრეზენტაციაზე თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის გეგმის ამსახველივიდეორგოლი წარმოადგინეს.
| Print |
FaceBook Twitter Google